Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ში გადაღებული ფილმები კვლავ წარმატებულია

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2008-2019 წლებში მოქმედი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „კინო-ტელე რეჟისორი“   თსუ-ში გადაღებული ფილმები კვლავ წარმატებულია: გიო მენაბდის 2017 წელს გადაღებული სადიპლომო ფილმი „სისხლი“- ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის ეკრანიზაცია,  ნომინირებულია ლოს-ანჯელესის Lift-Off Film Festival-ზე საუკეთესო მოკლემატრაჟიანი ფილმის ნომინაციაში. ლოს-ანჯელესამდე ფილმი ლონდონის ფესტივალზე იყო ნაჩვენები. აღსანიშნავია, რომ ფილმის ოპერატორი შოთა რუსთაველის სახელობის თეტრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. საბედნიეროდ  პანდემიას ხელი არ შეუშლია თეატრალურისთვის გაეხსნა ძალიან კარგი ტელევიზია. მაგთის ტელევიზიაზე რიგით სამოცდამეთერთმეტე  არხია. ფილმი წარმატებით გავიდა ნუგზარ ნოზაძის სახელოსნოს ეგიდით.  თსუ-ს გერბითა და პროგრამის შესაბამისი ტიტრებით. https://bit.ly/3av4E43 - გურიის გაზეთიც ამაყობს გიო მენაბდის ფილმით.